გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური; მე-9 კლასი
საგანი, მასწავლებლის სახელი და გვარი
ქართული ენ დ ლიტერატურა
სვეტლანა  ჭელიძე

მოსწავლეთა რაოდენობა
19 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
მოსწავლეები დაფიქრდებიან საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობაზე, საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობასა და მოვალეობებზე.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები იმსჯელებენ მოთხრობაში დასმულ პრობლემებზე: გამოკვეთენ პერსონაჟების თავისებურებებს, სხვადსხვა ტიპის საზოგადოების თავისებურებებს.
ამ პროცესში მათ გამოუმუშავდებათ ანალიტიკური აზროვნების უნარი, ჯგუფში მუშაობის უნარი, შეძლებენ მსჯელობას, ჩამოაყალიბებენ თავიანთ აზრს და ისწავლიან სხვისი მოსაზრებების მოსმენა-გაანალიზებას. გამოთქვამენ აზრს და დაასაბუთებენ თავიანთი არგუმენტებით. გამოუმუშავდებათ თხრობისა და დაკვირვების უნარ-ჩვევები.
წინარე (წინასწარი) ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ეპოქა, როდესაც ეს ტექსტი შეიქმნა, იციან მწერლის დამოკიდებულება საზოგადოებრივი პრობლემების (აქ: თითოეული წევრის პასუხისმგებლობა, მოვალეობა, მომხდარში საკუთარი როლის დანახვა-გააზრება) მიმართ. მოსწავლეებს გააზრებული აქვთ მშობლის როლი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან მსჯელობის, დისკუსიის წარმართვის, არგუმენტების მოყვანის, ჯგუფში მუშაობის უნარების მიხედვით:
1. თავიანთი მოსაზრების ჰიპოთეზად ჩამოყალიბება;
2. არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების მოხმობა;
3. ნააზრევის მწყობრად, გასაგებად გადმოცემა.
სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსები
ფურცლები, მარკერები, დაფა, სტიკერი, ფლიფჩარტი.
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი

 ორგანიზაციო საკითხები - 5 წთ.
  • A ფაზა (გამოწვევა) - 10 წთ.

კლასის მომართვა შემაჯამებელი გაკვეთილის დისკუსიისათვის:
1. როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიან საზოგადოებაში ვცხოვრობთ ჩვენ? რატომ?
2. როგორ გესმით სამართლიანი საზოგადოება?
3. განვსაზღვროთ როგორია მოთხრობაში მოცემული საზოგადოება. ჩამოვწეროთ მათ გამამართლებელი და გამამტყუნებელი არგუმენტები. (აქ უკვე დავყოფთ კლასს ჯგუფებად)

მასწავლებელი მართავს დისკუსიის მიმართულებას, ის ყველა მნიშვნელოვან თეზისს წერს დაფაზე. ამასთან, ის აკონტროლებს ჯგუფებში მუშაობის პროცესს. უზრუნველყოფს დროის მაქსიმალურად გამოყენებას, რათა ამ მნიშნელოვნი დისკუსიისას არ დაიკარგოს მთავრი მოსაზრებები და წინასწარ განსაზღვრული დრო. აუცილებელია ფლიფჩარტზე ყველაფრის მონიშვნ;რარათაჯგუფებისათვის თვალსაჩინო იყოს გაკვეთილის პროცესში განვითარებული მსჯელობის ეტაპები.



  • B ფაზა (შინაარსის რეალიზება)-15 წთ

მასწავლებლი უზრუნველყოფს, რომ ჯგუფებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინონ კლასის წინაშე.
იმართება საზოგადო განხილვა და შეფასება. ამ პროცესშიც თითოეული ჯგუფის ძირითადი ნააზრევი თეზისის სახით გადაგვაქვს ფლიფჩარტზე ( ფლიფჩარტებს შემდეგ კედელზე ვაკრავთ]


  • C ფაზა (გამთლიანება)- 10 წთ
კლასი უბრუნდება გაკვეთილის დასაწყისში გამოთქმულ მოსაზრებებს და უკვე ამ გადასახედიდან აფასებს იმ პირვანდელ პოზიციას.
კეთდება რეზიუმე.

დავალების მიცემა - 5 წთ.
დავალება: დამნაშავეა პეტრე და პეტრეს მსგავსი?

Комментариев нет:

Отправить комментарий